„
მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ,
აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ
აღწევენ და სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით
დააშანტაჟონ“.- ასე აფასებს ევროკავშირის რვა ქვეყნის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების
საქართველოში ვიზიტს თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის
მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
მისივე განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში
ჩატარდა.
„
ეს პიროვნებები დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები არიან,
რომლებიც უხეშად - კანონის, დიპლომატიური წესისა და ევროპული ქარტიის
დარღვევით პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. დღეს,
როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს,
ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეუერთდნენ.
მათ ძალიან კარგად იციან, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. ასევე იციან,
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კარგად იციან, რომ 26
ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ
პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ,
ვისთანაც მათ პირდაპირი კავშირი აქვთ - ეს ინტერესი ამოძრავებთ მათ!
მეორე საკითხია, თუ რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში
ყოფნა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
https://pashagrand.com/
მასალის გამოყენების პირობები