უფლებამოსილების ცნობამდე კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - ცესკო
პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცესკო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს,“ - აცადებენ ცესკო-ში.

მათივე განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş