„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.

„ბარდასის“ ისტორიათორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და700-ლარიანი კაპიტალითსაკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.

2019 წელს,თიბისისმხარდაჭერით, დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ2 შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ თიბისის მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.

დავითიმაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.

გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, „ბარდასის“ გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები TBC / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler