გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან
საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ
საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი
შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.
"კახეთში 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2
დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსლოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი შესაძლოა
-4, -6 გრადუსამდე დაეცეს."-აცხდადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი
აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.
ცნობისთვის, ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
meteo.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები