სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის
ამაღლება.
"საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლ ჩვენს ახალგაზრდებს,ჩვენ
შვილებს, წარმოუდგენელი სისასტიკით უსწორდება ეგრეთ წოდებული
საქართველოს მთავრობა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა ამ უსამართლობაზე ხმის ამაღლება.
დედები და შვილები მშვიდად ვერ ვუყურებთ შორიდან ძალადობის ამ
ფორმას.
ამიტომ, დღეს 18:00 საათზე, გურჯაანში ვმართავთ მშვიდობიან მარშს.
ვიკრიბებით პაპას ბაღთან , საიდანაც დაიწყება მსვლელობა.
შემოგვიერთდი!"
- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები