
"ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი პრეზიდენტად აირჩიეს
ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი
გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი
კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.
როგორც ცნობილია, პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში
წარიმართა. ყაველაშვილმა მიიღო 224 ხმა. მას მხარი არ დაუჭირა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ
ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები