ფეკალიები სტომატოლოგიურ კლინიკაში და გამგებლის პასუხი
ყოფილი მერიის შენობაში, სადაც ამ დროისთვის სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია და ქალაქის ტერიოტორიული ორგანოა განთავსებული, რამდენიმე წუთის წინ საპირფარეშოების კარებები აჭედეს. ფეკალური მასა, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან სარდაფში ჩაედინებოდა, პირველი სართულის ტუალეტში ამოვიდა, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტები მდებარეობს. "სპექტრი" ვითარების გარკვევას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეეცადა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ემზარ ჯიქურაშვილის განცხადებით, უნდა მოითმინონ, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები არ არის. გთავაზობთ ფოტომასალას, რომლისთვისაც რედაქცია ინტერნეტმომხარებლებს ბოდიშს უხდის. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემის შესახებ სპექტრი არაერთხელ წერდა, თუმცა რეაგირება არც ერთხელ არ მოჰყოლია. ამავე თემაზე: უპასუხისმგებლობის შედეგი – მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა საკრებულოს შენობა ფეკალურ მასაზე დგას როდის მოხდება საკრებულოს სარდაფის გაწმედა ფეკალური მასებისგან?
| Print |
FaceBook Twitter Google