ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემ ქსელზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 19 დეკემბერს, კახეთში აბონენტების ნაწილს, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 17:00 საათამდე სოფელი უდაბნო.
12:00-დან 13:00 საათამდე სოფელი უჯარმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები:  ვაჩნაძიანი, შაშიანი, კალაური, კახიფარი.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18 საათამდე სოფლები: გავაზი, ჭიკაანი, ჩანტლისყურე, ზინობიანი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 14:00 საათამდე სოფლები: არბოშიკი, თავწყარო, ოზაანი.

ახმეტის მუნიციპალიტეტი:
12:00-დან 15:00 საათამდე სოფლები: საბუე, ვეძები, ნადუქნარი, შახვეტილა, ჭართალა.

სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგებაუწყვეტ რეჟიმში აღუდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google