ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემ ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 5 იანვარს კახეთში აბონენტების ნაწილს, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელავის მუნიციპალიტეტი:
14:00-დან 16:00 საათამდე ქალაქ თელავში: ტაბიძის, ფიროსმანის, ნაზი ბენიძის და თბილისის გზატკეცილის ნაწილს.
09:30-დან 14:30 საათამდე სოფელი ყარაჯალა.
07:30-დან 08:30 საათამდე სოფელი თეთრი წყლები.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
10:30-დან 18:00 საათამდე სოფლები: ბოლოკიანი, მთის ძირი, სარუსო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 13:00 საათამდე სოფელი ყიტაანი.
11:00-დან 14:00 საათამდე სოფლები: კახიფარი, კალაური, შაშიანი, ვაჩნაძიანი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
13:00-დან 14:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროში: ჰერეთის, 9 აპრილის ქუჩები და სოფელი წითელი წყარო.

სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google