ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს კახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
09:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: უჯარმა, რუსიანი, ვაშლიანი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე საგარეჯოში: იმედის, ვაჩნაძის, ქუჩიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სულ 2435 აბონენტს.

თელავის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 14:00 საათამდე თელავში: სეხნიაშვილის, აღმაშენებლის, ახვლედიანის,მშვიდობის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სულ 9763 აბონენტს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 15:00 საათამდე სოფლები: ზემო და ქვემო ქედიდა მიმდებარე სოფლებში.  აგრეთვე დედოფლისწყაროში: რუსთაველის,გამარჯვების, ბარათაშვილის, ძნელაძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე. სულ  2271 აბონენტს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 16:00 საათამდე სოფლები: კაჭრეთი, ახაშენი, დარჩიეთი და მიმდებარე სოფლებში.  აგრეთვე გურჯაანში: სარაჯიშვილის, დადიანის, ევდოშვილის და მიმედებარე ქუჩებზე. სულ 5814 აბონენტს.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
13:00-დან18:00 საათამდე  სოფელი შილდა. სულ 1741 აბონენტს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |
FaceBook Twitter Google