გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კახეთის აბონენტების
ნაწილს.
10:00-დან19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 269
აბონენტს თელავში ლეონიძის, ფალიაშვილის, მაიაკოვსკის,
მარჯანიშვილის,მელითაურის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 18:00 საათამდე 1427 აბონენტს ჯუღაანში, საგარეჯოში,
კონდოლში, ართანასა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე 136 აბონენტს დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელში სამთაწყარო.
12:00-დან 15:00 საათამდე 4256 აბონენტს წინანდალში, კურდღელაურში,
კისიხევსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
მასალის გამოყენების პირობები