ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. 

14:00-დან 18:00 საათამდე ქალაქ თელავში : გოგებაშვილის, ჭონქაძის (ნაწილი), ნინოშვილის (ნაწილი), კვირიკე-დიდის, ბაგრატიონის, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩებს. 10:00-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანს (383 აბონენტი) 13:00-დან 16:00 საათამდე სოფელ იყალთოს (122 აბონენტი)

09:30-დან 18:00 საათამდე ქალაქ ლაგოდეხში გურამიშვილის ქუჩას.

12:00-დან 19:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გრემს და შაქრიანს.12:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: სანავარდოს, კუჭატანს, ჩანტლისყურეს და ნეკრესის მონასტერს.

13:00-დან 14:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას.

10:30-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ანაგას, ვაქირს, საქობოს და მაშნაარს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება
| Print |
FaceBook Twitter Google