ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 14;00 საათამდე ქალაქ ლაგოდეხს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანს. 11:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ვარდისუბანს ( 154 აბონენტი). 12:00-დან 16:00 საათამდე სოფ: ლელილანს, აფენს, ჭაბუკიანს, თელას, ნაწისქვილარს.

10:00-დან 18:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ფიროსმანს და საბათლოს. 11:00-დან 15:00 საათამდსე სოფლებს:  არხილოსკალოს და ქვ.ქედს.

11:30-დან 15:00 სათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას.

10:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გავაზს, ჭიკაანს და ზინობიანს. 11:30-დან 12:30 საათამდე სოფელ ახალსოფელს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google