ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

08:00-დან 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: გომბორს, ვერონას, ასკილაურს, პალდოს, სასადილოს და რუსიანს.

12:00-დან 16;00 საათამდე ქალაქ ლაგოდეხს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანს. 10:00-დან 18:30 საათამდე სოფელ ვარდისუბანს ( 154 აბონენტი).

12:00-დან 16:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნაწილს. 13:00-დან 16:00 საათამდე სოფელ ზემო ქედს.

10:00-დან 18:30 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გავაზს, ჭიკაანს და ზინობიანს.

13:00-დან 15:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სანიორეს და ლალისყურს.

11:30-დან 18:30 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google