ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
14:00 დან 15:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახაშენს, კალაურს,კახიფარს, მუკუზანს, შაშიანს,ვაზისუბანს, ვაჩნაძიანს,ველისციხეს და ზეგაანს. 16:00 დან 18:00 საათამდე ქალაქ გურჯაანში კოტეხის უბანს, გოგებაშვილის,9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებს. 09:00 დან 13:00 საათამდე სოფელ ჩუმლაყს.


13:00 დან 15:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანს.

10:30 დან 18:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ქლუხორის უბანს. 10:00 დან 18:00 საათამდე სოფელ ვარდისუბნის ნაწილს  (520 აბონენტი).

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google