ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
10:00-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანს (388 აბონენტი).
10:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: აკურას, ვანთას და ბუშეტს.
11:00-დან 15:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანს.
16:30-დან 17:00 საათამდე სოფლებს: მელაანს და ჩალაუბანს.
10:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზ. ბოდბეს, ზ. მაღაროს და ნუკრიანის კალოებს.
15:10-დან 17:30 საათამდე სოფლებს:  ძვ.ანაგას და ხირსას.
11:00-დან 18:30 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელს.
11:10-დან 18:30 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეის სოფლებს: თამარიანს, ჭიაურს და სვიდებას.
14:05-დან 18:30 საათამდე სოფელ კაბალს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google