ანონსი
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

06:00-დან 08:00 საათამდე ქალაქ თელავში:  დოდაშვილის, 9 აპრილის, ახვლედიანის, გოგებაშვილის, ჭონქაძის, ნინოშვილის, კვირიკე დიდის, ბახტრიონის, ბაგრატიონის, რუსთაველის, თამარის (ნაწილი), მაგამედოვის, გორგასლის, ლიონიძის, უნივერსიტეტის, ნაზი ბენიძის, მუსხელიშვილის, ფიროსმანის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებს.

10:00-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ქლუხორის უბანს და ვარდისუბანს (388 აბონენტი).
10:30-დან 19:00 საათამდე სოფლებს: აკურას, ვანთას და ბუშეტს.
12:30-დან 17:00 საათამდე სოფელ წინანდალს.
16:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს:  იყალთოს და რუისპირს.
14:00-დან 17:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს:  კაჭრეთს და ზემო კაჭრეთს.
12:00-დან 14:00 საათამდე სოფელ კარდენახს.
15:00-დან 18:30 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტეის სოფლებს:  ზემო ბოდბეს, ზემო მაღაროს და ნუკრიანის კალოებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google