ანონსი
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 19:00 საათამდე ქალაქ თელავში: გოგებაშვილის, ჭონქაძის, ნინოშვილის, კვირიკე-დიდის, ბაგრატიონის და ბახტრიონის ქუჩებს. სოფ. კურდღელაურში ქლუხორის უბანს. 13:00-დან 13:30 საათამდე სოფ: თეთრწყლებს და კობაძეს.

10:00-დან 19:00 სათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს.
12:30-დან 14:00 საათამდე სოფლებს:  ზემო ბოდბეს, ზემო მაღაროს.

14:00-დან 18:00 საათამდე ქალაქ ლაგოდეხში: თავისუფლების, კავკასიონის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს. სოფლებს: რაჭისუბანს და მაწიმს.
14:00-დან 16:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს:  ვარდისუბანს, მშვიდობიანს, ბოლოკიანს, ნაინდროვალს, საქობოს, ჰერეთისკარს, თელას, ნაწისქვილარს, ბაისუბანს, კართუბანს და ყარაჯალას.  

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google