ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

07:00-დან 07:40 საათამდე ქალაქ თელავში: ალაზნის გამზირს და კავკასიონის ქუჩას.
10:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: სანიორეს, ფშაველს და ლალისყურს.

10:00-დან 18:30 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლელიანს,აფენს,ჭაბუკიანს, ქალქვას და რუსისწილს.

11:30-დან 15:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროში: რუსთაველის, პირველი მაისის და მიმდებარე ქუჩებს.
11:40-დან 13:30 საათამდე დედოფლისწყაროს სოფლებს: არხილოს კალოს და ქვ. ქედს.

12:00-დან 15:00 საათამდე გურჯაანის სოფელ არაშენდას.

12:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭოტორს და ნუკრიანს.

13:00-დან 14:00 საათამდე ქალაქ საგარეჯოში: 300 არაგველის, იუნკერთა,ქვემო სამგორის დასახლებას, კოსტავას, კახეთის გზატკეცილს, რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google