ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.

10:00 დან 16:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახს.

10:10-დან 18:30 საათამდე ქალაქ ლაგოდეხში: თავისუფლების, კავკასიონის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებს: მაწიმს, რაჭისუბანს, არეშფერანს, ბოლქვს და გიორგეთს.

11:00-დან 13:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავს.
13:00-დან 18:00 საათამდე სოფელ კაკაბეთს.
07:00-დან 09:00 საათამდე სოფელ პატარძეულს.
13:00-დან 15:00 საათამდე სოფელ ბადიაურს.

10:30-დან 11:30 საათამადე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ილიაწმინდას, ქვ.მაღაროს და ქვ.ბოდბეს.
09:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: ხირსას და ძველ ანაგას.

12:00-დან 15:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედს.

12:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კუჭატანს, სანავარდოს, წიწკანაანთ სერს და ნეკრესის მონასტერს.

12:45-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სანიორეს, ფშაველს და ლალისყურს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google