ანონსი
კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

11:00-დან 19:00 საათამდე ქალაქ თელავში: ლესელიძის, ჭავჭავაძის და სარაჯიშვილის ქუჩებს.
11:30-დან 12:00 საათამდე სოფელ წინანდლის ნაწილს.
11:00-დან 19:00 საათამდე ნაფარეულის ნაწილს, ლაფანყურს და ართანას.

10:00-დან 18:30 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას.

11:00-დან 17:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ალვანს, ქვემო ალვანს,ბაბანეურს, ფიჩხოვანს, არგოხს, და ალავერდს

10:00-დან 18:30 საათამდე ქალაქ ლაგოდეხში: თავისუფლების, კავკასიონის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს. სოფლებს: მაწიმს და რაჭისუბანს.
15:00-დან 18:30 საათამდე ქალაქ ლაგოდეხში: ჭავჭავაძის,რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და თავისუფლების ქუჩებს.

11:00-დან 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულს.

11:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯუგაანს და ტიბაანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google