ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

11:30-დან18:30 საათამდე ქალაქ თელავში ჩოლოყაშვილის, კვირიკე დიდის, დავით რექტორის და ორაგუბის ქუჩებს, ასევე სოფელ კურდღელაურში ქლუხორის უბანს.
11:00-დან 11:30-მდე და 17:30-დან 18:30 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნაწილს.
12:00-დან 15:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გავაზს, ახალსოფელს, ჭიკაანს,ზინობიანს, მთისძისრს,სარუსოს, თივს, ბალღოჯიანს და ჩანტლისყურეს.
13:00-დან14:00 საათამდე სოფლებს: ენისელს, საბუეს, გრემს, ალმატს და შაქრიანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google