ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.


10:00-დან 18:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტში პანკისის ხეობის სოფლებს.
10:00-დან 14:00 საათამდე ქ გურჯაანში თავისუფლების, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფ. გურჯაანის ნაწილს.
10:00-დან 11:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. კონდოლს .
09:00-დან 13:00 საათამდე ქ. დედოფლის წყაროს ნაწილს, სოფ: ჯაფარიძეს და წითელწყაროს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google