ანონსი
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.


12:00-დან 15:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ.პატარძეულს.
12:00-დან 13:00 საათამდე გომბორს, ვერონას, რუსიანს, კოჭბაანს, სასადილოს, ასკილაურს, გორანას და იკვლივგორანას.
15:00 - დან 16:00 საათამდე სოფ. უჯარმას.
13:00-დან 14:30 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ: ჯუგაანს, ტიბაანს და ძვ.ანაგას.
13:00-დან 18:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კაჭრეთს.
12:00 - დან 15:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის ნაწილს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google