ანონსი
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.



10:00-დან 18:30 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალს.
10:00-დან 16:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნაფარეულს, ართანას და ლაფანყურს.
11:00-დან 18:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროს ნახევარს.
15:00-დან 18:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუკუზანს,ველისციხეს, ახაშენს,ზეგაანს,შაშიაანს,ვაჩნაძიანს და კახიფარს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google