ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

11:00-დან 13:00 საათამდე ქალაქ დედოფლისწყაროში: 9 აპრილის, ჰერეთის მეგობრობის, ალაზნის, დუმბაძის, პრესის, მეტალურგების, ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, სამთოელების, ვაჟა- ფშაველას, არხოტის, ერეკლე მეორის, ბეჟანიშვილის, თავისუფლების, თამარის ქუჩებს და სოფელ წითელწყაროს.

13:00-დან 17:00 საათამდე თბილისის, ნიკორციხის, ტაბიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, ყაზბეგის, ბარათაშვილის, ძნელაძის, მარჯანიშვილის, ქიზიყის, კონსტიტუციის, გოგებაშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებს.

12:30-დან 14:00 საათამდე სოფელ სამთაწყაროს.

11:00-დან 13:30 საათამდე სოფლებს: ზემო ქედს, ქვე. ქედს, არხილოსკალოს.

10:00-დან 19:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: იყალთოს, ვარდისუბანს, რუისპირს (ჩხუბიაანთ უბანი).

15:00-დან 19:00 საათამდე სოფელ გულგულას.

05:00-დან 09:00 საათამდე სოფელ კურდღელაურს ( 105 აბონენტს)

10:00-დან 13:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანს.

12:00-დან 18:30 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს

15:00-დან 18:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლეს.

16:00-დან 17:00 საათამდე სოფელ კაკაბეთს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google