ანონსი
ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.


10:00-დან 12:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახალსოფელს,ბალღოჯიანს,მთისძირს,გავაზს, ჭიკაანს, ზინობიანს, სარუსოს და თივს.
12:00-დან 15:00 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ხაშმს და პატარძეულს.
10:00-დან 17:00 საათამდე სოფელ უჯარმას.
17:00-დან 18:30 საათამდე იორმუღანლოს და თემის სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google