ანონსი
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 6 აგვისტოს ენერგომომარაგება შეეზღუდება:
17:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გულგულა, კურდღელაური, ვარდისუბანი, ართანა.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს გურჯაანში ქოროღლიშვილის ქუჩაზე.
12:00-დან 17:00 საათამდე - დედოფლისწყაროში ჭავჭავაძის, გამარჯვების, ნინოშვილის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ ზემო ქედში.
15:30-დან 18:30 საათამდე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, ხოლო საგარეჯოში- რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩებს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google