ანონსი
17 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს .

11:00-დან 16:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას.
10:00-დან 11:00 საათამდე სოფლებს: გომბორს, ასკილაურს,ვერონას, პალდოს, გორანას და იკვლივგორანას.
10:00-დან 12:00 საათამდე ნახევარსაათიანი ინტერვალით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ.ნინოს დედათა მონასტერს, საქობოს,ბოდბისხევს და ქვ.მაჩხაანს.
12:00-დან 12:30 საათამდე ქ. წნორს.
12:30-დან 13:00 საათამდე სოფლებს: ანაგას და მაშნაარს.
13:30-დან 18:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ვეჯინს,ძირკოკს და კოლაგს.


სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google