ანონსი
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 19:00 საათამდე ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს მთლიანად ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიტაანს
10:00-დან 12:00 საათამდე სოფ. კაჭრეთს
12:00-დან 16:00 საათამდე საგარეჯოს ნაწილს
10:00-დან 19:00 საათამდე იორმუღანლოს თემის სოფლებს
11:00- დან 18:00 საათამდე სოფ. თოხლიაურს
10:00-დან 15:00 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ: არეშფერანს, ბოლქვს, გიორგიწმინდას, ცოდნისკარს და კაბალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ: ანაგას, ვაქირს და საქობოს
13:00-დან 14:00 საათამდე თელავში კავკასიონის, სულხანიშვილის და აჩინებულის ქუჩებს
10:00-დან 14:00 საათამდე სოფ. რუისპირს
13:00 - დან 18:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოს ნაწილს

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google