ბლოგი
საქართველო სუფრაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში
რამდენიმე დღის წინ, ჩემს ძველ ნაწერებს ვათვალიერებდი. აი ისეთებს, თინეიჯერობის დროს თითქმის ყველა რომ წერს, მაგრამ ძირითადად მზის სინათლეს ვერ ნახულობს. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქვეყნისთვის ბევრი თავისუფალი თემა მქონია მიძღვნილი. ყველა მათგანის პათოსი ერთია-სამშობლოს სიყვარული და გულანთებული მამულიშვილობა. ვკითხულობდი და მეღიმებოდა ჩემ "ტკბილ პატრიოტიზმზე." მაშინ ამ სიტყვების ნამდვილად მჯეროდა, მაგრამ დღეს, წლების შემდეგ ჩემმა თემებმა ქართული სუფრა გამახსენა. ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ. თამადა რომ დიდი მონდომებით და რა თქმა უნდა, განსხვავებული სასმისით სვამს ჩვენი ბედკრული ქვეყნის სადღეგრძელოს. თან მის წარსულს, ისტორიას, ომიანობას იშველიებს. თუ ერთი-ორი ლექსიც გაურია ამ ყველაფერს, თანამეინახეთა პატივი გარანტირებული აქვს. მერე ყველა ერთხმად (ბახუსით გათამამებულები) აიტაცებს სამშობლოს სადღეგრძელოს. ჩვენი ქართველობა, განსაკუთრებით "ქართველური" ხომ მამაპაპურ, ტრადიციულ სუფრებზე ხდება. პათეტიკის სრული შეგრძნება, "მრავალჟამიერი" და ერთმანეთის შეჯიბრი-ვინ უფრო შთამბეჭდავად იტყვის. თამადა რომ განსაკუთრებით მოინდომებს, ეს ხომ უკვე მოგახსენეთ. პარალელებს რომ ავლებს დიდგორთან, კრწანისთან. არ მესმის, რატომ უნდა ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვის უფრო მეტად გვტკივა და გვიყვარს საქართველო? ანდა, გამუდმებით იმის აფიშირება რატომ უნდა ხდებოდეს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ვის რომელ პოზიციაზე უწევს დგომა?.. და მაშინ, როცა სუფრაზე, ანდა ტრიბუნაზე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) ყველა მეათე ხერხეულიძე, ან 301-ე არაგველი ვართ, იქნებ დავფიქრდეთ! "პატრიოტობანას თამაშს" ხომ არ სჯობია,ჯერ ყოველდღიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები გავაცნობიეროთ. ნუ დავარღვევთ წესრიგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ქუჩას, სადარბაზოს! ნუ დავარღვევთ მოძრაობის წესებს. მძღოლებო, ნუ შეგვაყოვნებთ "ზებრაზე" და ასე კიდევ ბევრი "ნუ" შეიძლება დაიწეროს. მაგრამ მგონი თავი მოგაბეზრეთ მენტორული ტონით (მაპატიეთ). უბრალოდ, მე მაინც მგონია, სამშობლოს სიყვარულის მტკიცება-მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერების გარეშე არაფერია. მოქალაქეობრივი ვალდებულებების აღქმა გაცილებით მეტია, ვიდრე ცნება, რომელსაც პატრიოტიზმი ჰქვია და ქართულ ტრადიციულ სუფრებს ასე "ამშვენებს." რა თქმა უნდა, ყველა ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი, არაგველები და ხერხეულიძეები ვერ ვიქნებით. ვერც შინდისის გმირობას და ალექსი ნატროშვილობას შევძლებთ ყველა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, მაგრამ ყველა გმირი ხომ ვერ ვიქნებით. ამას არც არავინ გვთხოვს. უბრალოდ, პათეტიკას შევეშვათ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებზე ვიფიქროთ. იმაზე, რაც ასე გვაკლია და გვჭირდება. მეც, თქვენც-ჩვენ ქართველებს! ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მაია ყალაბეგაშვილი

გაზეთ
მაია ყალაბეგაშვილი გაზეთ "სპექტრის" სარედაქციო ჯგუფის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ჯანი, ულევი სიხარული, სიყვარული და ბარაქა გისურვოთ.
13:45 / 21.01.2014

ლანა გულოშვილი

 2008 წლის აგვისტოს შემზარავი, ტკივილითა და სისხლით გაჯერებული კვირიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა. ეს დღეები ქართველ ერს არასოდეს დაავიწყდება, ქართლის მიწა ისევ გაიპოხა თავისი შვილების სისხლით. თუმცა ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება იმ მიწაზე სიკვდილია, რომელზე სიცოცხლის უფლებასაც გართმევენო. ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავს, გმირი, რომელთა სამშობლოსთვის მსხვერპლშეწირვაც ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს ცოდვებს ჩამოგვრეცხავს.

11:12 / 04.08.2012
[caption id="attachment_395" align="alignleft" width="300" caption="ნინო ლიპარტაშვილი"][/caption] გაზეთ ``სპექტრის`` 22-28 ივლისის  20(286)-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით: ``განმარტებების გარეშე გაუქმებული სკოლა-ინტერნატები``, რომელსაც გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელის, სოფო ლიპარტაშვილის მშობლის გამოხმაურება მოჰყვა, წერილს გთავაზობთ სტილის დაცვით.
14:32 / 06.08.2010
ძალიან ბევრისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება `ნაციონალური პარტიის~ არადამაჯერებელმა მაღალმა პროცენტმა მოახდინა. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იყო შემთხვევებიც, როცა საარჩევნო შტაბში პროცენტის დაწევაზე დაიწყეს მუშაობა. მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ `არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებას აზრი, არ აქვს~ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.
ძალიან ბევრისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება `ნაციონალური პარტიის~ არადამაჯერებელმა მაღალმა პროცენტმა მოახდინა. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იყო შემთხვევებიც, როცა საარჩევნო შტაბში პროცენტის დაწევაზე დაიწყეს მუშაობა. მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ `არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებას აზრი, არ აქვს~ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.
17:43 / 15.06.2010
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3422
USD
USD
1
2.9841
GBP
GBP
1
3.7394
TRY
TRY
1
0.4413
RUB
RUB
100
4.3130
ამინდი
გურჯაანი 15 / 30 °C
img
საგარეჯო 13 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 28 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 30 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.