ლანა გულოშვილის ბლოგი
ბებოს ლოცვიდან-მამაო ჩვენომდე
ლანა გულოშვილის ბლოგი ბებომ, ჩემგან განსხვავებით, "მამაო ჩვენო" არ იცის, არც-"მრწამსი." რა გასაკვირია, ჩვენ ხომ სხვადასხვა თაობა ვართ?! მას სკოლაში დარვინის თეორიას ასწავლიდნენ და ათეიზმს უნერგავდნენ. მე-რელიგიას ვსწავლობდი და იმას, რომ კაცობრიობა ადამ და ევას შთამომავალია და არა მაიმუნის. ამ განსხავებების მიუხედავად, ჩვენ ორივეს გვწამს ღმერთი, მაგრამ ორივეს ჩვენეულად. რომ დავფიქრდი, მივხვდი, ბებოს რწმენა უფრო ძლიერია, იმის მიუხედავად, რომ ის ვერ დადის ეკლესიაში, არ იცის ლოცვები ზეპირად და არც საათების მიხედვით კითხულობს მათ. -"ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ყველა კარგად მიმყოფე, ვინც ჩემს გულს ეჭიდება. კარგი თვალისჩინი მომეცი. ჩემი საქმე წაიყვანე კარგად,"- ამ მესიჯს ბებო, ღამით დაწოლის წინ ყოველთვის უგზავნის უფალს. მერე იწერს პირჯვარს და წვება იმ იმედით და რწმენით, რომ ყველაფერი ნამდვილად ასე იქნება. რამდენჯერაც მისი ფრაზებისთვის მომისმენია, ყოველთვის მიგრძვნია მათში ჩადებული გულიდან წამოსული სიტყვების ძალა. ეს რამდენიმე წინადადებიანი, ბებოს გამოგონილი ლოცვა ისე ღრმაა, რომ ბევრჯერ შემრცხვენია. მგონია, რომ ჩემს ზეპირად ნათქვამ ლოცვებზე უფრო მეტად ესმის უფალს. მე არ ვიცი როგორ ახერხებს ბებო, რომ მისი, ათეიზმის ეპოქის შვილის ლოცვა, უფრო მეტი რწმენით იყოს სავსე, ვიდრე-ჩემი. მე ხომ 90-იანელი ვარ. მე ხომ გაკვეთილების ცხრილში რელიგია და კულტურა მეწერა. მე ხომ ეკლესიაში დავდივარ, მე (ჩვენ) ხომ სულ იმით ვიწონებ თავს, რომ ღმერთი ძალიან მიყვარს. და კიდევ ბევრი "მე ხომ" შეიძლება დაიწეროს, რასაც ვერ ვიტყვი ბებოს ახალგაზრდობის პერიოდზე. ჩვენ ხომ რწმენა ისე მოდურად ვაქციეთ, რომ თავის მოსაწონებლად ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა-ვინ რამდენჯერ ეზიარა, რამდენჯერ ჩააბარა აღსარება, როგორ დამშვიდდა ეკლესიიდან რომ გამოვიდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ "ეკლესიაში ვიყავი" ერთმანეთს ნიშნის მოგებითაც კი ვეუბნებით იმის დასამტკიცებლად, მე შენზე კარგი ვარო. მოდად ქცეული ეკლესიის ერთ-ერთი ატრიბუტია ჯიპიანი და ფეშენ-ვილებიანი მამაოებიც. მოდურია ისიც, რომ (არა ყველგან, მაგრამ არაერთ ეკლესიაში) მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი, თუ სხვა საეკლესიო რიტუალის შესასრულებლად (ნათლობა, ჯვრისწერა) ფული პირდაპირ ხელიდან ხელში უნდა გადასცე მამაოს... მერე ერთ საღამოს, როცა ბებომ ისევ წარმოთქვა "ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ყველა კარგად მიმყოფე, ვინც ჩემს გულს ეჭიდება. კარგი თვალის ჩინი მომეცი. ჩემი საქმე წაიყვანე კარგად,"-მივხვდი, რომ რწმენა არ არის საათებში გაწერილი ლოცვების კითხვა, არც "მამაო ჩვენოს" და მრწამსის გაზეპირებაა, არც ათი მცნების დასწავლა და სახარებისეული იგავებით საუბარი. რწმენა და უფლის სიყვარული შინაგანი მდგომარეობაა, ისეთი მისტიკური, როგორსაც ბებო ამყარებს ღმერთთან, გულიდან ამოსული სიტყვებით და სიკეთის კეთების მადლით. მოდას აყოლილი რწმენით, ჩვენ ბოლო წლებში ღმერთის და ეკლესიის სახელით არაერთხელ გავყიდეთ უფალი. ბებო ეკლესიაში ვერ დადის. ვერც მაინდამაინც ეკლესიის სანთელს ანთებს, მაგრამ ძალიან ხშირად ანთებს არა ეკლესიაში ნაყიდ თაფლის სანთელს, რომელსაც რომ ვუყურებ, მგონია ძალიან წმინდა ალი აქვს. და მე ვხვდები, რომ ბებოს ნაპოვნი ჰყავს თავისი ღმერთი. მე არ ავყვები მოდას, მე ვიპოვი ჩემს ღმერთს. პ.ს დასასრულს მინდა აღვნიშნო: ამ ბლოგის დანიშნულება ნამდვილად არ არის პროპაგანდა რომ არ ვილოცოთ, არ წავიდეთ ეკლესიაში და ა.შ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ეკლესიაში სიარული, ლოცვების თქმა და ამ თემით მანიპულირება, არაფერია, როცა რწმენაში პომპეზურობა, სანახაობა და მიმბაძველობა უფრო მეტია, ვიდრე შენეული, არადოგმირებული დამოკიდებულება უფალთან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ერთი კვირის შემდეგ, სანამ ორშაბათ დილას გაზეთი ჩამოვა და
ერთი კვირის შემდეგ, სანამ ორშაბათ დილას გაზეთი ჩამოვა და "სპექტრის" სტატიები შავით თეთრზე გაცხადდება, უკვე გასული ერთი კვირაა. წინა ორშაბათს კი ვერცხლისფერ დაფაზე,
15:13 / 10.01.2014
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3422
USD
USD
1
2.9841
GBP
GBP
1
3.7394
TRY
TRY
1
0.4413
RUB
RUB
100
4.3130
ამინდი
გურჯაანი 15 / 30 °C
img
საგარეჯო 13 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 28 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 30 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.