ჩვენ შესახებ

speqtri.ge - არის საინფორმაციო პორტალი კახეთიდან, რომელიც შეიქმნა გაზეთ “სპექტრის“ ბაზაზე.

“სპექტრი“ არის  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი და გამოიცემა 2003 წლის 26 მაისიდან. გაზეთი ვრცელდება კახეთის რეგიონში.

გაზეთი “სპექტრი” მედიასაბჭოს და “საქართველოს რეგიონული მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხელმძღვანელობს საერთაშორისო მედიის ეთიკის ნორმებით და აქვს „შინაგანაწესი“, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული. გაზეთის ხელმძღვანელი და ჟურნალისტები არიან „საქართველოს ეთიკის ქარტიის“ ხელმომწერები. ხოლო ხელმძღვანელი - "საქართველოს რეგიონული მედიის" გამგეობის წევრი.

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს როგორც ჟურნალისტთა პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამოქალაქო სექტორის განვითარებისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით.
2011 წლიდან, ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით შექმნა ვებგვერდი - speqtri.ge . 2015 წელს საერთაშორისო კვლევისა და გავრცელების საბჭომ (IREX) მედიაგამოცამა შეარჩია პარტნიორ ორგანიზაციად. საიტის მიმართულებისა და მდგრადობის განსაზღვრის შემდეგ, IREX-M TAG -ის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა საიტის მოდერნიზაცია.

ორგანიზაცია ხელს უწყობს რეგიონის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირებას - მათი ცხოვრების წესის, ტრადიციების, ყოფითი პრობლემების, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხების საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას; ამ თვალსაზრისით, ვებგვერდს დავამატეთ აზერბაიჯანულენოვანი კონტენტიც.

განხორციელებული პროექტები ბოლო 5 წლის განმავლობაში:


2011 წლის ივლისიდან IREX-ფინანსური დახმარებით განვახორციელეთ ერთწლიანი პროექტი"სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში და მათი ინფორმირება", პროექტი გაგრძელდა 2012- 2013 წლებში, თუმცა შეიცვალა მიმართულება. პროექტის "სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის" ფარგლებში გამოიცემოდა ამავე დასახელების გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე.

2012 წლიდან, საერთაშორისო კვლევისა და გავრცელების საბჭოს (IREX) G-MEDIA პროექტის მხარდაჭერით, კახეთში დავაარსეთ პირველი მაღალპოლიგრაფიული საწარმო - „პირველი ფერი“ და კახეთის მოსახლეობას საშუალება მიეცა მიეღო მრავალფეროვანი პოლიგრაფიული სერვისი.






2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზაცია „მეცენატმა" "სპექტრთან" ერთად განახორციელა პროექტი „ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებული არჩევანი“, რომლის ფინანსური მხარდამჭერიც იყო სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

2015 წლის შუალედური არჩევნებისთვის ორგანიზაციამ წარმატებით დაასრულა პროექტი „შენი არჩევანი-ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირება შუალედური არჩევნებისთვის“.

2015-16 სასწავლო წელს განახორციელა  GE CALLS Community Initiatives პროექტი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობას იღებდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 40 მოსწავლე, სერტიფიკატი გადაეცა 25-ს. პროექტის ფარგლებში მომზადდა 6 მულტიმედიაკონტენტი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ  თემებზე.


თანამშრომლები


დირექტორი
მაია ყალაბეგაშვილი
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

რედაქტორი
ნატალია ბარბაქაძე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კორესპონდენტები

თამარ კაპანაძე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მარინა პეტრიაშვილი
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დიტო კაკალაშვილი
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


კონტაქტი

თუ გსურთ რეკლამის განთავსება პორტალზე, გაზეთში ან გადაცემებში, დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე:

0353 223938
551255052
ან მოგვწერეთ:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ჩვენი მისამართია: საქართველო, გურჯაანი 1500, ნონეშვილის გამზ. 4, მეორე სართული
| Print |
FaceBook Twitter Google