საზოგადოება
"მეცენატმა" ტრენინგების კურსი დაასრულა [Video/Photo]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
N12 გურჯაანის საოქლო საარჩევნო კომისიაში ტრენინგების ციკლი დასრულდა, რომელსაც ჟურნალისტთა ასოციაცია-საზოგადოებრივი კავშირი „მეცენატი“ ახორციელებდა.

პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას.

ოთხდღიანი ტრენინგები სამ ჯგუფად ჩატარდა და ჯამში 60 ადამიანი გადამზადდა. სემინარებს უძღვებოდა კვალიფიციური ტრენერი: ნანა იოსელიანი, სწავლების ცენტრის კონტრუბუციის ფარგლებში კი პროექტში ჩართული იყვნენ N12 ოლქის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი და მდივანი მადონა ჯავახიშვილი.

როგორც ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი, მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, სემინარებში მონაწილეობას იღებდნენ მოქალაქეები გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.

„მორიგი პროექტი, განსხვავებული იყო წინა პროექტებისგან თავისი ფორმატით, რადგან მხოლოდ ერთ -გურჯაანის საარჩევნო ოლქზე იყო ორიენტირებული.
შესაბამისად, ბენეფიციარებიც წარმოდგენილები იყვნენ ამ მუნიციპალიტეტიდან. სულ სამი ჯგუფი დატრენინგდა. ძირითადი მიმართულება იყო ელექტორატის ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო კულტურის გაზრდა. ტრენინგები მიმდინარეობდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. ტრენერის რანგში ჩართულები იყვნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ტრენინგმა შესანიშნავად ჩაიარა. მონაწილეების ემოციებიდან გამომდინარე, ასევე წინასწარი კვლევის საფუძველზე ჩანს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ტრენინგის მოდულებით.“

ტრენერის მადონა ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ტრენინგები ხელს უწყობს ამომრჩევლის ცოდნის გაღრმავებას.

„მისასალმებელია მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მოსახლებაში, რადგან ეს გაზრდის ამომრჩევლებში ცოდნის დონეს. ტრენინგი ემსახურებოდა არამარტო თეორიული მასალის მიღებას, არამედ გაჯერებული იყო პრაქტიკული სამუშაოებითაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსწრე საზოგადოების სამოქალაქო განათლება. სემინარები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების არსი, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები და საკომუნიკაციო არხები. მონაწილეებმა, რა თქმა უნდა, უამრავი ინფორმაცია მიიღეს. თუ შემდეგში ისინი იქნებიან ჩართულები საარჩევნო პროცესში, როგორც კომისიის წევრები, როგორც დამკვირვებლები ან თუნდაც უბრალო ამომრჩეველი, უკვე იციან როგორ უნდა მოახდინონ თავიანთი უფლების რეალიზება.“

ტრენინგის მონაწილის, გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, სემინარზე ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც მანამდე მათთვის უცნობი იყო.

„სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის საარჩევნო გარემო და უფლებები. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო ის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა საარჩევნო კულტურასთან დაკავშირებით. ეს მნიშნელოვანი იყო არამარტო ჩემთვის, არამედ დანარჩენი მონაწილეებისთვისაც. ძალიან ბევრი კანონი გავლილი მქონდა, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ამ დრომდე არ ვიცოდი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო როგორც ნანა იოსელიანის, ასევე მადონა ჯავახიშვილის სემინარი. ყველას მოვუწოდებ დაესწრონ ასეთ ტრენინგებს და გაეცნონ საარჩევნო გარემოს.“

ტრენინგებით კმაყოფილია ნათია ხარაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

„ყოველი დღე ძალიან ინფორმაციული იყო. წინა წლებში მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ეს ტრენინგები საკმაოდ საინტერესო იყო ყველა კუთხით. თუ არჩევნებში ჩავერთვები, როგორც კომისიის წევრი, უკვე იმდენი გამოცდილება მივიღე პრაქტიკული სავარჯიშოებიდან, რომ შემდგომში საკმაოდ გამიადვილდება მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერებს და ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატს“, რომ მსგავსი პროექტების ორგანიზებას აკეთებს და ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებას.“

შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით“ ხორციელდებოდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.


იხილეთ ამავე თემაზე:

კარგი გზამკვლევი ამომრჩევლისთვის - როგორ აფასებენ ტრენინგის მიმდინარეობას მონაწილეები [Video-Photo]
აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში - მეცენატმა პირველი ჯგუფის ტრენინგი დაასრულა [Video/Photos]
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი [Photo-Video]
ტრენინგი, რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად [Photo-Video]



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ცბიერ და გამჭრიახ ვირთხას არ
უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის
დასაწყისი რთული იქნება,ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში
ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება.
2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ცბიერ და გამჭრიახ ვირთხას არ უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის დასაწყისი რთული იქნება,ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება.
16:58 / 06.12.2019
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც
მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. თავშესაფარი ქალაქ
გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის
მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. თავშესაფარი ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
12:59 / 06.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ
იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“. კამპანიის
მიზანია, წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში
საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“. კამპანიის მიზანია, წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.
16:43 / 05.12.2019
ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის
დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი
სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
მოძრაობა.
ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.
15:51 / 05.12.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6–7 დეკემბერს საქართველოში
ღამით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6–7 დეკემბერს საქართველოში ღამით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
15:20 / 05.12.2019
სხვა ამბები
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2690
USD
USD
1
2.9466
GBP
GBP
1
3.8683
TRY
TRY
1
0.5113
RUB
RUB
100
4.6218
ამინდი
გურჯაანი 0 / 8 °C
img
საგარეჯო -2 / 9 °C
img
დ.წყარო -2 / 4 °C
img
სიღნაღი -1 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი 0 / 8 °C
img
თელავი -1 / 9 °C
img
ახმეტა -2 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.