ეკონომიკა
რა უჯდება სახელმწიფოს მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2018 წლის პირველ იანვრამდე, უნდა განახორციელოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2018 წლის პირველ იანვრამდე განხორციელდება, რაც წელიწადში დაახლოებით 450 000-500 000 ლარი დაჯდება. ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან ეს ვალდებულება გადადის მსხვილფეხა საქონლის მფლობელზე. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე speqtri.ge-სთან საუბრისას განმარტავს, პროექტი სამწლიანია და ამ დროის განმავლობაში სააგენტო საკუთარი ბიუჯეტის თანხებით და დონორების დახმარებით ჩაატარებს სრულ რეგისტრაციას. „სახელმწიფოს ხარჯზე მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი სრულად იქნება აღწერილი. საქონელს გაუკეთდება საყურე და გაიცემა მასზე პასპორტი. აღნიშნული ღონისძიება 2018 წლიდან საქონლის მფლობელისთვის გახდება ფასიანი, თუმცა ფასიანი იქნება მხოლოდ საყურის გაბნევა, რომელიც მიზერული თანხა, დაახლოებით 2-3 ლარი ეღირება. საყურეს ჩვენ შევიძენთ და ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველვყობთ“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის მონაცემებით, მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვის წლიური რაოდენობრივი მაჩვენებელი ერთი მილინ 229 ათას 700-ს შეადგენდა. 2012 წლის მონაცემით კი საქართველოში მილიონ 800 ათას 800 პირუტყვი ფიქსირდება. ამ პერიოდში, ერთი წლის მანძილზე მატება 100 ათას 900-ია, ანუ 2013 წელს მსხვილფეხა საქონლის საყურით დათაგვიდან თუ ცალზე 3 ლარს ვიანგარიშებთ, ბიჯეტში 302 ათას 700 ლარი შევიდოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google