ეკონომიკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი რეგონული პროექტები
2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტებიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში 16 პროექტი განხორციელდება. რეგიონული პროექტების განხორციელებაზე 3 280 000 ლარი დაიხარჯება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 146-ე მუხლის საფუძველზე კახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან შეიქმნა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი (1. ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; 2. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა ;3. განათლება და კულტურა; 4. გარემოს დაცვა). სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის შესაბამისად სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა საპროექტო წინადადებები სამოქმედო გეგმებისათვის, შედგა სამოქმედო გეგმების ცხრილები მეთოდოლოგიის დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად. რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ შეაფასა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა და დასახული პროექტების თანმიმდევრულობა კახეთის რეგიონის 2014-2021 წ. განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში და მიიჩნია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განიხილა სიღნაღის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტები, ჩვენი 2015 წლის ბიუჯეტების პროექტები და მიიჩნია, რომ ისინი თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან. განხილვის შემდეგ საბჭომ დაამტკიცა კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ და მიმდინარე წელს განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ჯუგაანში ძველი სკოლის მიმდ. ტერიტორიაზე ჭაბურღილის, რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელის მოწყობა - 80 000 ლარი. 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ხირსაში ჭაბურღილის, რეზერვუარის და წყალსადენი ქსელების მოწყობა - 80 000 ლარი. 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ხორნაბუჯში (ყარაღაჯში) თამარის ციხესთან სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია - 70 000 ლარი. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ვაქირში „ტინის წყლის“ და ნანობაანების“ უბანებში ჭაბურღილის, რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელების მოწყობა - 130 000 ლარი. 5. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ანაგაში „კონსტანტინეს“ და „ტებელაანთ“ უბნებში ჭაბურღილის, რეზერვუარისა და წყალსადენი ქსელების მოწყობა - 130 000 ლარი. 6. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ქვ.ბოდბეში „გონთხევის“ უბანში ჭაბურღილის, რეზერვუარის და წყალსადენი ქსელების მოწყობა - 70 000 ლარი. 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ.სიღნაღში წმ. გიორგის, ევდოშვილის, სარაჯიშვილის, მოსაშვილის, კვერნაძის ქუჩებზე გზის საყრდენი კედლების რეაბილიტაცია - 80 000 ლარი. 8. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.საქობოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი. 9. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ბოდბისხევში „გელაანთ“ უბნიდან სოფლის ადმინისტრაციულ შენობამდე გზის ასფალტბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობა - 400 000 ლარი. 10. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ტიბანში ცენტრალური გზიდან სკოლის მიმართულებით მიმავალი ს.გზის ა.ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობა - 120 000 ლარი. 11. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ქვ.მაღაროში სკოლისკენ მიმავალ ს. გზაზე ა. ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობა - 320 000 ლარი. 12. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ქვ.ბოდბეში „მაჭარაანთ“ უბანში ს. გზაზე ა. ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობა - 280 000 ლარი. 13. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ქვ.მაჩხაანში (ფანიანში) ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების (კიუვეტების) მოწყობა - 80 000 ლარი. 14. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ.წნორში თავისუფლების ქუჩაზე ა.ბეტონის საფარის მოწყობა - 300 000 ლარი. 15. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.საქობოში ტექნიკუმის უბანში ჭაბურღილისა და წყალსადენი ქსელის მოწყობა - 70 000 ლარი. 16. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ს.ქვ.მაღაროში ადმინისტრაციულ შენობასთან ჭაბურღილის, რეზერვუარის და წყალსადენი ქსელების მოწყობა - 70 000 ლარი. გამგეობის პრესამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ამ სფეროში და რეგიონის გრძელვადინი განვითარების პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა იძლევა იმის ზუსტ სურათს თუ რა პირველადი საჭიროებები დგას რეგიონში და რა ძალისხმევა იქნება მიმართული ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მიერ. კახეთის რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმა წარმოდგენს ახალ გამოცდილებას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით მუნიციპალიტეტებისათვის.
| Print |
FaceBook Twitter Google