ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული პარკებისთვის მილიონი ევრო გამოიყოფა
კახეთში ორი ეროვნული პარკი გრანტს მიიღებს. ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა მოაწერეს. საგრანტო ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამი წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპრეაციო ხარჯებს.
| Print |
FaceBook Twitter Google