ეკონომიკა
შეხვედრა კლიმატის ცვლილებების შესახებ
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 21- სესია, მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში გაიმართება, სადაც კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალ ხელშეკრულებას მიიღებენ. დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. პარიზის კონფერენციამდე, ქვეყნები კონვენციის სამდივნოში წარადგენენ დოკუმენტს, სადაც მოყვანილი იქნება, თუ რა ტიპის ვალდებულებას იღებს ქვეყანა. საკოორდინაციო კომიტეტის სხოდმაზე დღეს, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის მომზადების მიმდინარეობა განიხილეს. კლიმატის ცვლილების გამომწვევი „სათბური გაზების“ ემისია (გამოფრქვევა) განვითარებადი ქვეყნებიდან აღემატება განვითარებული ქვეყნების ემისიებს, ამიტომ ემისიების შემცირების ან შეზღუდვის ვალდებულება უნდა აიღოს განვითარებადმა ქვეყნებაც. ამჟამად, კიოტოს ოქმით, ემისიების შემცირების ვალდებულება აქვთ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს. ახალი ხელშეკრულება კი, ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.
| Print |
FaceBook Twitter Google