ეკონომიკა
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” მიერ სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. სარაკეტო- საცეცხლე წერტილები სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია, სულ კახეთის მასშტაბით 83 ერთეული ასეთი წერტილი მოეწყობა. შემდგომ ეტაპზე საცეცხლე წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები დამონტაჟდება. მშენებლობას სსსტც “დელტას” შვილობილი კომპანია “მშენებელი-2011″ აწარმოებს. პარალელურად “დელტას” საწარმოებში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების დამზადება მიმდინარეობს. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება. სისტემის მოწყობას სსსტც “დელტა” საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google