ეკონომიკა
ტრადიციული მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია ახმეტაში
ხვალ 27 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში (ყოფილი პროფსასწავლებლის ტერიტორიაზე), პროექტის "ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში" ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გახსნის. ღონისძიება გაიმართება ქვემო ალვანში 13:00 საათზე ღონისძიებას დაესწრებიან ჩეხეთის ელჩი საქართველოში ,სოფლის მიურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა თოფურაშვილი, რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე,კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google