ეკონომიკა
გაყინულ ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს
23 თებერვალს, სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის „ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორციდან“ აღებულ ნიმუშში ლაბორატორიულად დადასტურდა „პათოგენები“ რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს დარღვევა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარის მიერ, ვეტერინარული კონტროლის მონიტორინგის გეგმის თანახმად იქნა აღმოჩენილი. პათოგენი არის მიკროორგანიზმი ან ფაქტორი, რომელიც იწვევს დაავადებას. ინფორმაცია, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მიეწოდა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მავნებელი სურსათი განადგურებას ან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
| Print |
FaceBook Twitter Google