ეკონომიკა
საგარეჯოელებს ჩაბარებული ყურძნის საფასური ჯერაც არ აუღიათ
საგარეჯოში მცხოვრები გლეხები ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას უკვე მეხუთე თვეა უშედეგოდ ელოდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელსაც ყურძენი ჩააბარეს, ქვეყანიდან წავიდა, შესაბამისად, გაურკვეველია მათი დავალიანების დაფარვის საკითხი. მევენახეების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ვერ აიღებენ, ვენახის დამუშავებას ვეღარ შეძლებენ. ამ ადამიანების მევალე „შპს ელიკა” და მისი დირექტორი ელიზბარ დათუაშვილი არიან. გასულ რთველზე მას გურჯაანის მუკუზანის ღვინის ქარხანა ჰქონდა დაქირავებული. ამ დროისთვის ქარხანაში ელიკას წარმომადგენელი აღარ იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, ელიზბარ დათუაშვილი უკრაინაშია წასული. როგორ გადაწყდება საგარეჯოს რაიონის ოთხი სოფლის მოსახლეობის პრობლემა, უცნობია. მევენახეები დახმარებას ხელისუფლებასაც სთხოვენ.
| Print |
FaceBook Twitter Google