ეკონომიკა
საშემოდგომო ნათესების მონიტორინგი კახეთში
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, კერძოდ: დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და საგარეჯოში განთავსებულ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საცდელ ნაკვეთებზე. მივლინების მიზანს წარმოადგენდა გასული წლის შემოდგომაზე დათესილი ერთწლოვანი მარცვლოვანი კულტურის - ხორბლის ნათესების მონიტორინგი და აღმონაცენის ზრდა-განვითარების ინტენსივობის დადგენა. შეფასდა ნათესების დღევანდელი მდგომარეობა და განხორციელდა მცენარეებზე ფენოლოგიური დაკვირვება. ნათესებში შეტანილ იქნა მღრღნელების საწინააღმდეგოდ ფართოდ გამოყენებული და რეკომენდირებული თუთიის ფოსფიდი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საშემოდგომო ხორბლის ნათესებში. ვიზიტის დროს ასევე დადგენილ იქნა ნათესების აზოტოვანი სასუქებით გამოკვების საჭიროება, რომელსაც რამოდენიმე დღეში დარგობრივი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.
| Print |
FaceBook Twitter Google