ეკონომიკა
ლოთების თავშესაფრად ქცეული შენობები გურჯაანში [Video]
გურჯაანში მიტოვებული შენობა-ნაგებობები უსაქმურებისა და ლოთების თავშესაფარია. მოსახლეობა აუტანელ სიტუაციასა და სხვადასხვა საშიშროებაზე საუბრობს. მათი თქმით, შენობების მოვლა-პატრონობაზე ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ქოროღლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ შებინდდება თუ არა, ყოფილი სამშობირო სახლის მიმდებარე ტერიტორია უცნობი ხალხით ივსება. ისინი იქ ათასგვარ სიბინძურეს სჩადიან. მისი თქმით, არსებულ სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ გარეგანათება არ არის და სიბნელე კი ხელს უწყობს ასეთ შეკრებებს. გურამიშვილის ქუჩაზე მშენებარე „რკინიგზის ამბულატორიის“ შენობა, უკვე რამდენიმე წელია, რაც მიტოვებულია. ერთ დროს სამედიცინო დაწესებულების ეზო, ადგილობრივების დასასვენებელი ადგილიც იყო, ახლა კი ლოთების თავშესაფრად იქცა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობები მათ ბალანსზე არ არის და გამგეობა ვერაფერს მოიმოქმედებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის სპეციალისტის ია დათუკიშვილის განცხადებით, თუ ამ ობიექტებზე შემქნილი სიტუაციით მოსახლეობა წუხდება, პოლიციას ოფიციალურად უნდა მიმართოს. http://youtu.be/Y2Arq9e-QNw
| Print |
FaceBook Twitter Google