ეკონომიკა
შეხვედრა ევროკავშირი-საქართვრლოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით
11 მარტს ქალაქ თელავის საკრებულოს დარბაზში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით შეხვედრა შედგა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შდეგად მოსალოდნელი ცვლილებები სურსათის ჰიგიენის, ასვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სფეროში. ასევე ისაუბრეს, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ვადებსა და ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში დავით ბაქრაძე, ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, ევროკავშირი-საქართველოს ბინესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი ლია თოდუა და ქალაქ თელავის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი.
| Print |
FaceBook Twitter Google