ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამოქმედო გეგმის განხილვა კაჭრეთში
სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების განახლებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ სამოქმედო გეგმას განიხილავს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილავენ სამოქმედო გეგმას, რომელიც სტრატეგიის განხორციელების კონკტრეტულ მექანიზმად უნდა ჩამოყალიბდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა: რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება, ფერმერთა გადამზადება საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნა, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება, მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავება და განხორციელება. კაჭრეთში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google