ეკონომიკა
კახეთის გუბერნატორი ფერმერებს შეხვდა
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონში 20 ათას ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება იგეგმება. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპი განხორციელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. წელსაც შპს „მექანიზატორი“ აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში რათა ბენეფიციარებმა შეუფერხებლად მიიღონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და კომპანიის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ჩავიდნენ და სერვის ცენმტრში არსებული ტექნიკა პირადად დაათვალიერეს. გუბერნატორის განცხადებით „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ კახეთში 72 ათასი ოჯახი ისარგებლებს, სერვის ცენტრი კი ბენეფიციარებს ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.
| Print |
FaceBook Twitter Google