ეკონომიკა
ნერგების რეალიზაცია დაიწყო
დღეს 18 მარტიდან, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სოფელ ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე ნერგების რეალიზაცია დაიწყო. აღნიშნული სარგავი მასალა უვირუსო, ჯიშურად გარანტირებულია. ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნამყენი ნერგების შეძენა. სანერგის ასორტიმენტშია: საღვინე და სასუფრე მიმართულებების ვაზის ნერგები ფილოქსერაგამძლე საძირეებზე, ასევე ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ბლის, ალუბლის, ზღმარტლის ჯიშების ფართო სპექტრი ინტენსიური ტიპის ნაგალა და ნახევრადნაგალა საძირეებზე. სამეცნიერო-კვლევითო ცენტის ინფორმაციით, ვაზის ნერგების ფასები ჯიშზეა დამოკიდებული და 1-2 ლარამდე მერყეობს. ხოლო ხეხილის ბერგების ფასი 4-6 ლარამდე. მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიბრძანდნენ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის ექსპერიმენტულ ბაზაზე მცხეთის რაიონის ს. ჯიღაურაში ყოველ დღე 11-სთ-დან 17-სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა, სადაც ცენტრის წამყვანი სპეციალისტები დაეხმარებიან კონსულტაციებით სასურველი ჯიშების შერჩევისა და დარგვა-გაშენების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბაზასთან უკვე ნერგების მსურველთა დიდი რიგია.
| Print |
FaceBook Twitter Google