ეკონომიკა
სამხედრო მოსამსახურეებს კვებაზე ახალი კომპანია ზრუნავს
2015 წლის 15 თებერვლიდან ქართული ჯარის კვებას შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ ახორციელებს. კომპანიის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის კვებითი მომსახურების გაუჯობესება. "სახელმწიფო კვებითმა კომპანიამ“ ,,ქართული კვების კომპანია“ შეცვალა. ახალ კომპანიას აქვს ძველის განგანსხვავებული ორგანიზაციული სტრუქტურა, სტრატეგია, მიზნები. კოპანიის მთავარი ამოცანაა სამხედრო მოსამსახურეთა უმაღლესი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები, სასადილოები მომარაგდა ახალი ინვენტარითა და დანადგარებით; მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი უნიფორმების გადაცემა; ეტაპოვრივად კომპანიას მიეცა შესაძლებლობა მუშაობის ახალ ფაზაში გადასულიყო და გაეუმჯობესებინა საკვებისა და მომსახურების ხარისხი ნატოსთან მიახლოებული სტანდარტებით. აქედან გამომდინარე, კომპანიაში რეფორმების გატარება დაიწყო- რებრენდინგი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბიზნესსუბიექტის ბაზარზე შემოსვლას. განხორციელდა სასადილოების სრული შემოვლა და უკლებლივ ყველა თანამშრომელთან მოხდა გასაუბრება. მენეჯმენტის მთავარი მიზანი იყო, ერთი კომპანიის მეორე კომპანიით ჩანაცვლება არ ეგრძნო ჯარისკაცს. პრეზენტაციაზე შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც კვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიაში ინერგება. ,,კომპანიის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ტრენინგებს, სწავლებას, უვნებლობის უზრუნველყოფას, პერსონალის გადამზადებას, როგორც დისლოცირებულ ბაზებზე, ასევე ადმინისტრაციაში. ასევე, იქმნება ტრენინგ-ცენტრი, რომლის საშუალებითაც კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების მხრიდან მომსახურების ხარისხი გაიზრდება,"-განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ. „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანიის დირექტორის განცხადებით, მათი უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და კვების ხარისხის მაქსიმალური ამაღლებაა. ,,ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიაში იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომლის შედეგადაც ჯარისკაცი მიიღებს გაცილებით გაუმჯობესებულ კვების ხარისხს, სერვისის, უვნებლობისა და საგემოვნებო კუთხით. ეს ყველაფერი კი მოხდება ნატოსთან მიახლოებული სტანდარტებით",-განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქუთაისში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ „ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მე­ნეჯ­მენ­ტი სრუ­ლად შე­იც­ვ­ლე­ბოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google