ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტოს და მოვაჭრეების სასამართლო პროცესი გადაიდო
"გლეხური ბაზრის" ხორცით მოვაჭრეების და სურსათის ეროვნული სააგენტოს სასამართლო პროცესი გადაიდო. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებმა ოთხას (400) ლარიანი ჯარიმები გურჯაანის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ჯარიმები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მოვაჭრეებს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო (ცივი და ცხელი წყალი, კანალიზაცია) დაუწერეს. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, რომელიც 31 მარტის 14:00 საათამდე გადაიდო. ადმინისტრაციამ პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლის მოუცლელეობა დაასახელა. სასამართლოს წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსამართლე შეხვედრაზეა. ხორცით მოვაჭრეებმა საჩივარი 17 თებერვალს შეიტანეს და სააგენტოს ოთხასლარიანი ჯარიმების გაუქმება მოსთხოვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google